ახალი ამბები
1 ოქტომბრიდან Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენებს განაახლებს - გიორგი გახარია
FaceBook
შემდგარია შეთანხმება, რომ 1 ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით ფრენები გაიხსნება",

- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

„საერთაშორისო ავიაკომპანიებისთვის უკვე გახსნილია ფრენები თბილისიდან. 1 ოქტომბრიდან კი ქუთაისიდან რიგის მიმართულებით იფრენს Wizz Air. ეს არ იქნება თამამი გადაწყვეტილება, შესრულდება კვირაში ერთი რეისი, მაგრამ კარგად აჩვენებს ტენდენციას, რომ გონივრულად, მაგრამ ფრთხილად გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ეკონომიკა კიდევ უფრო სწრაფად ამოძრავდეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, მთავრობა ფრთხილად გააგრძელებს საჰაერო სივრცის გახსნას ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან და ქვეყნის ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე.

კორონავირუსის პანდემიის გამო მარტიდან ფრენები აიკრძალა, თუმცა სექტემბერში საქართველომ ევროკავშირის 5 ქვეყანას საზღვარი გაუხსნა : გერმანია, ესტონეთი, ლატვა, ლიეტუვა და საფრანგეთი.ამ ქვეყნების მოქალაქეებს შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტი საქართველოში, პირდაპირი საჰაერო ავიამიმოსვლის გზით.
Print