პოლიტიკა
იმერეთის მუნიციპალიტეტებში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა
FaceBook
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ იმერეთის მუნიციპალიტეტების იურიდიულ ორგანიზაციებში გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა.

კვლევას ამის შესახებ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" აქვეყნებს. 2019 წლისთვის იმერეთის 10 მუნიციპალიტეტის 114 იურიდიულ ორგანიზაციებში 
დასაქმებულთა რაოდენობა 1470-ით, ხოლო სახელფასო, საავტომობილო, სატელეკომუნიკაციო, სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯი 10 335 851 ლარით გაიზარდა და 37,180,329 ლარი შეადგინა.

კვლევის თანახმად 2019 წლის მონაცემებით,  იმერეთის 10 მუნიციპალიტეტიდან ყველაზე მეტი იურიდიული პირი (24) სამტრედიის მუნიციპალიტეტს ჰყავს. მუნიციპალურ იურიდიული პირებში ჯამურად ყველაზე მეტი - 1498 დასაქმებული  ჭიათურის მუნიციპალიტეტს ჰყავს. 

ასევე ჭიათურის მუნიციპალიტეტი ლიდერობს გაცემული პრემია/დანამატის ოდენობითაც. ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსთვის" მუნიციპალიტეტის მიერ გაგზავნილი ინფორმაციით, პრემია სააღდგომო და საახალწლო დღესასწაულებთან დაკავშირებით გაიცა, ხოლო დანამატი - ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის გაიცა, თუმცა ,,ქუთაისიპოსტთან" საუბარში აცხადებენ, რომ თანხები არ გაზრდილა.

,,თანამშრომლებს ანაზრაურება ფუნქცია მოვალეობების მიხედვით მიეცათ. ვერ ვიტყვი, რომ ყველაზე მეტია და გაზრდილია. თანამშრომლების ზრდა, ფუქცია მოვალეობის მიხედვით  მოხდა. მაგალითად, დასუფთავების სერვისცენტრში, სპორტულ დაწსებულებაში ჯგუფები დაემატათ და ამიტომ გაიზარდა."- განაცხადა ჭიათურის საფინანსო სამსახურის უფროსმა მირიან მაჭარაშვილმა. 






"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მოსაზრებით, მუნიციპალიტეტებმა უახლოეს პერიოდში უნდა გადადგან შემდეგი ნაბიჯები:

შეისწავლონ საქმიანობის ის მიმართულებები, რომელთა ჯეროვნად შესასრულებლად შპს-ის ან ა(ა)იპ-ის არსებობა გადაუდებელი აუცილებლობაა. ასეთი აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში კი მიიღონ გარკვეული მომსახურებები ტენდერის გზით - ეს შეამცირებს როგორც ადმინისტრაციულ დანახარჯებს, ასევე დაზოგავს საბიუჯეტო სახსრებს.

გადახედონ არსებულ პრაქტიკას და იხელმძღვანელონ საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, რათა ეფექტიანი მენეჯმენტისა და გონივრული საკადრო პოლიტიკის პირობებში, მაქსიმალურად გააუმჯობესონ მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობა და ხარისხი", -
ასეთია მუნიციპალიტეტების მიმართ არასამთვორობო ორგანიზაციის რეკომენდაცია.

ორგანიზაციის   მიერ მოკვლეული ინფორმაცია ეხება იმერეთის 10 მუნიციპალიტეტს. ქალაქ  იურიდიული პირების შესახებ ინფორმაცია  ერთი წლის გამოქვეყნდა, ხოლო ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა მონაცემები "გამჭვირვალობას" არ მიაწოდა. 

ავტორი : ანა ჯიქია
Print