ახალი ამბები
აგვისტოს თვეში საარსებო მინიმუმი შემცირდა
FaceBook
აგვისტოს თვეში, წინა ორ თვესთან შედარებით საარსებო მინიმუმი 1,2 ლარით შემცირდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 182.3 ლარს შეადგენდა, ივლისში ეს მაჩვენებელი 183.5 ლარი იყო.

2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, აგვისტოში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 6.9 ლარით არის შემცირებული.

2019 წლის აგვისტოში ეს მაჩვენებელი 189.2 ლარს შეადგენდა.

საქსტატი მონაცემებით, აგვისტოში ივლისთან შედარებით 2.1 ლარით შემცირდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 305.8 ლარი გახდა.

ივლისში ეს თანხა 307.9 ლარს შეადგენდა. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს, შარშან აგვისტოში საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 317.3 ლარს შეადგენდა.
Print