ახალი ამბები
საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო
FaceBook
15 სექტემბერს, სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. დიდ ქალაქებში მათ შორის ქუთაისშიც,  ონლაინ რეჟიმში განახლდა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგიერთ ქალაქსა და სოფელში სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურ რეჟიმში, ხოლო დანარჩენ მუნიციპალიტეტებში საკლასო ოთახებში დაიწყო.

არსებული მდგომარეობით, 1-ელი ოქტომბრიდან სწავლა მთელი ქვეყნის მასშტაბით საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში გაგრძელდება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სირთულეების მიუხედავად, ახალი სასწავლო წელი მნიშვნელოვანი სიახლეებით იწყება. 2020-21 სასწავლო წლისთვის თბილისსა და რეგიონებში უკვე დასრულებულია 50 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა, ხოლო სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 800-მდე სკოლას.
სამინისტროს ინიციატივით, ახალი სასწავლო წლიდან დაინერგება ელექტრონული ჟურნალი.

საჯარო სკოლებში სწავლა მარტში შეწყდა და ონლაინ რეჟიმზე გადავიდა კორონავირუსის პრევენციის მიზნით.
Print