ახალი ამბები
წაღებულია ტექნიკა და ავეჯი - ქურდობა ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში, გრიგოლ აბაშიძის ქუჩაზე ბინა გაქურდეს.

არსებული ინფორმაციით, საქმეში ახალგაზრდა ქალები ფიგურირებენ. ადგილობრივების თქმით, ბინა სამი კვირის გაქირავებული იყო და სავარაუდოდ, მდგმურებმა გაქურდეს.

ისინი ბინის პატრონს და მეზობლებს როგორც რძალ-მული ისე გაცნენ, თუმცა ნათესავები არ ყოფილან. წაღებულია ავეჯი და ტექნიკა სრულად. ადგილობრივების თქმით, ერთ-ერთი ქალი პოლიციამ წაიყვანა, დაკავებულია თუ არა არ იციან.

შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფირმაციით, მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო.
Print