ახალი ამბები
უმუშევრობა საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი გამოწვევაა - NDI
FaceBook
საქართველოში უმუშევრობა კვლავ მთავარ პრობლემად რჩება.

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 67 % თვლის, რომ სამუშაო ადგილების არქონა ეკონომიკის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი გამოწვევაა. 33%-ს მიაჩნია, რომ  პრობლემა ინფლაციაა, ხოლო სიღარიბეს - 22 პროცენტი ასახელებს.



რაც შეეხება, მოსახლეობისათვის განკუთვნილ ფინანსურ დახმარებებს, სახელმწიფოსგან დახმარება  43%-მა მიიღო, 57%-მა კი არა. მათგან, ვინც მიიღო დახმარება  52%  ამბობს, რომ სახელმწიფოს მიერ გაცემული დახმარება საკმარისი იყო, ხოლო 48% აცხადებს, რომ  არასაკმარისი არ იყო.

გამოკითხულთა 29 % თვლის, რომ კორონავირუსით მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად უმუშევრობის კომპენსაცია დაეხმარებოდათ, 26 % თვლის, რომ კომუნალური გადასახადების სუბსიდირება მნიშვნელოვანია, 24 %-ის აზრით კი გამოსავალი დასაქმების პროგრამა იქნებოდა.





NDI-ის კვლევა 6-11 აგვისტოს საქართველოს მასშტაბით 2 045 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).


ორგანიზაციამ საველე სამუშაოები  მიმდინარე წლის 6-11 აგვისტოს ჩაატარა. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.3%-ია.



Print