ახალი ამბები
ქუთაისის მერს ადგილობრივი მთავრობის შეცვლისკენ მოუწოდებენ
FaceBook
შოთა მურღულია უნდა მიხვდეს, რომ ქალაქში საქმის გასაკეთებლად აუცილებელია კადრების შეცვლა".

ქუთაისის მერს, შოთა მურღულიას ადგილობრივი მთავრობის შეცვლისკენ მოუწოდებენ. აღნიშნული მოთხოვნით პარტია "თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენლები გამოდიან.

"თბილისში საქმე რომ  ვერ კეთდებოდა, ნარმანია მიხვდა რომ გადაეხალისებინა მერიაში დასაქმებული ადამიანები. რამდენად უკეთესი კადრებით ჩაანცვლა ეს სხვა თემაა. თუმცა, მიხვდა რომ რაღაცა უნდა გაეკეთებინა. ასეა აქაც. მურღულიაც უნდა მიხვდეს, რომ ქალაქში საქმის გასაკეთებლად აუცილებელია ცვლილება", - განაცხადა "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გოგი წულიამ.

მისი განმარტებით, აღნიშნული ცვლილების საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც ავტოქარხანაში დიდი ხნის წინ აშენებული საბავშვო ბაღისთვის განკუთვნილი შენობა მიტოვებულია და ამ დრომდეარ ფუნქციონირებს.

"თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღნიშნული შენობა სასწავლო წლის დაწყებისთანავე უნდა გახსნილიყო. თუმცა, მათი განმარტებით, ექსპერტიზის დასკვნის არქონის გამო შენობა მიტოვებულია.

"როგორც იქნა თავი მოაბეს, ქალაქში საბავშვო ბაღის დამატებითი შენობა აეშენებინათ. მაგრამ ექსპერტიზის დასკვნა არ აქვთ და ამიტომ ჭიანურდება, არადა ეგ დასკვნა სატენდერო პირობებში უნდა ქონოდათ ჩასმული", - განმარტავენ "თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენლები.

"თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენლების განცხადებით, თუკი ქალაქის პირველი პირი არ გაითვალისწინებს მათ ინიციატივას, ადგილობრივი მთავრობის შეცვლასთან დაკავშირებით, ამ მოთხოვნით აქციებს გამართავენ.
ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ "თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენელბს საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით არაზუსტი ინფორმაცია აქვთ.
" ქალაქში უკვე აშენდა 2 ბაგა-ბაღი, სადაც მიმდინარეობს ინვენტარის შეტანა, ეზოების კეთილმოწყობა , გათბობის სისტემის დამონტაჟება. ასევე 3 ბაგა-ბაღზე ხდება მიშენება და 31- ბაღის კაპიტალური შეკეთება.ქუთაისში წლების მანძილზე არ განხორციელებულა სკოლამდელ დაწესებულებებში იმდენი სამუშაო რაც ბოლო ორ წელიწადში", - განმარტავენ მერიის კეთლომწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურში.
Print