ახალი ამბები
დაპირისპირება "პატრიოტთა ალიანსსა" და სამოქალაქო აქტივისტებს შორის ქუთაისში (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში, "პატრიოტთა ალიანსის" მიერ მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენას დაპირისპირება მოჰყვა.

სამოქალაქო აქტვისტებს, რომლებმაც პარტია პრორუსულ ორიენტაციაში დაადანაშაულეს და მის მხარდამჭერებს სიმბოლურად რუსული სამზარეულოს კერძი, ბორში დაახვედრეს, სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

სამოქალაქო აქტივისტები ალიანსის წარმომადგენლებს, რომლებიც ცენტრალურ მოედანზე მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას გეგმავდნენ, ბორშით და პუტინის გამოსახულებიანი პლაკატებით დახვდნენ, რამაც პარტიის მხარდამჭერების გაღიზიანება გამოიწვია.

Print