ახალი ამბები
"ქუთაისის საუბნო კომისიებს "სუსი" აკომპლექტებს – მერობის კანდიდატი
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისის საუბნო კომისიების შემადგენლობას აპროტესტებს.

პარტიის ქუთაისის მერობის კანდიდატი, გიგა შუშანია ბლეფს უწოდებს კომისიების კონკურსის წესით დაკომპლექტების პროცესს და აცხადებს, რომ წევრები რეალურად "სუსის" მიერ შერჩეული პირები არიან.

"ეს კონკურსი არს ბლეფი, სინამდვილეში კომისიებს "სუსი" აკომპლექტებს. მოვითხოვთ, საოლქო კომისიამ არ ჩასვას შემადგენლობაში "სუსის" მიერ შერჩეული ადამიანები", – განაცხადა გიგა შუშანიამ.

შუშანიამ კომისიების წევრების სიაც გაასაჯაროვა.  მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები პროტესტის ნიშნად სხდომაზე დასწრებას აპირებენ.

ბრალდებას არ იზიარებენ საოლქო კომისიაში და აცხადებენ, რომ კომისიის წევრები არა პოლიტიკური ნიშნით, არამედ გამოცდილების მიხედვით შეირჩევიან.


Print