ახალი ამბები
პროტესტი სოფელ ბანოჯაში – მოსახლეობამ გზის გადაკეტვა სცადა
FaceBook
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯაში, მოსახლეობამ გზის გადაკეტვა სცადა.

ეს ადგილობრივების  მიერ მოწყობილი მესამე აქციაა, რომელიც ამჯერად ცენტრალურ გზაზე გაიმართა. აქციის მონაწილეები მოუწესრიგებელ გზას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ სოფელში გადაადგილება შეუძლებელია.

"ქუჩაში ვეღარ დავდივართ, დამტვრეულია გზები. ვერც მანქანა და ვერც ადამიანები ვერ გადადგილდებიან. გაუსაძლისი მდგომარეობაა, ადგილობრივი ხელისუფლება კი ყურადღებას არ გვაქცევს", – აცხადებენ აქციის მონაწლეები.

ადგილობრივებს გზის გადაკეტვის უფლება პოლიციამ არ მისცა, რასაც ხმაური მოყვა. აქციას პატია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაია შეუერთდა. მისი თქმით, თუ წყალტუბოს მერიამ რეაგირება არ მოახდინა, აქცია მერიის შენობასთან გაიმართება.

Print