ახალი ამბები
ქუთაისში ე.წ. კინო "საქართველო" კინოდარბაზების გარეშე გაიხსნა
FaceBook
რაც შეეხება, კინოდარბაზებს, აბულაძის თქმით, შენობის სრულად ამოქმედება და კინოდარბაზების გახსნა მომავლი წლის პირველი კვარტლის ბოლოსთვის მოხდება.


ქუთაისში ე.წ "კინო საქართველოს" შენობა 8 წლიანი მშენებლობის შემდეგ დღეს გაიხსნა.

"კინო საქართველოს" შენობა კინოდარბაზების გარეშე, კოტონის მაღაზიით გაიხსნა, სადაც ლენტი ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ გაჭრა.

შენობის მეპატრონის თენგიზ აბესაძის განმარტებით, ორი კვირის შემდეგ ორი ბრენდული მაღაზიის გახსნა იგეგმება. რაც შეეხება, კინოდარბაზებს, აბესაძის თქმით, შენობის სრულად ამოქმედება და კინოდარბაზების გახსნა მომავლი წლის პირველი კვარტლის ბოლოსთვის მოხდება.

ყოფილი კინო "საქართველოს" მრავალფუნქციურ შენობაში კინოთეატრის 6 დარბაზი იქნება, აქედან ორი დარბაზი 100-100 მაყურებელს დაიტევს, ორი – 80 ადამიანს ( 3DX და 4DX კინოდარბაზები), ხოლო ორი VIP დარბაზი იქნება, რომელიც 10-15 კაცზეა გათვლილი.
შენობაში ფუნქციონირებს ლიფტი და ასევე, ექსკალატორი.

ამავე თემაზე:

რა ხდება შენობაში, რომელიც ქუთაისში 8 წელია შენდება (ფოტო)

15 ოქტომბერს ქუთაისში ე.წ კინო "საქართველო" იხსნებ

15 ოქტომბერს ქუთაისში ე.წ კინო "საქართველო" იხსნებარა ხდება შენობაში, რომელიც ქუთაისში 8 წელია შენდება (ფოტო)

Print