ახალი ამბები
„ჯორჯიან მანგანეზი“ მდინარე ყვირილაში დაბინძურებულ წყალს აღარ ჩაუშვებს
FaceBook
ჭიათურაში, მდინარე ყვირილა აღარ დაბინძურდება. საუბარია, მარგანეცის მოპოვების შემდეგ მდინარეში საწარმოო წყლის ჩადინებაზე.

ჭიათურაში მარგანეცს კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" მოიპოვებს, რომელიც პირობას დებს, რომ დაბინძურებულ წყალს მდინარეში აღარ ჩაუშვებს.

კომპანია საწარმოს ე.წ. დახურული ციკლის პრინციპით იფუნქციონირებს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვის შედეგად, საწარმოო პროცესს გარემოსთან უარყოფითად შემხებლობა აღარ ექნება.

წყლისა და შლამის სეპარაცია ლოკალურ დონეზე მოხდება, რეცხვის შედეგად მიღებული პროდუქტს, იგივე შლამს კი კომპანია სხვადასხვა დანიშნულებისთვის გამოიყენებს.

პროექტის პირველი ეტაპი ჭიათურის 29-ე ფაბრიკის ტერიტორიაზე განხორციელდება.

წლების განმავლობაში, საწარმოო პროცესში გამოყენებული წყალი მდინარე ყვირილაში ჩაედინებოდა, რის გამოც, მდინარემ ბუნებრივი ფერიც კი იცვალა.

შპს "ჯორჯიან მანგანეზი" ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა, რომელიც აერთიანებს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატს, ვარციხის ჰიდროელექტროსადგურსა და კლინიკა "ფერომედს". კომპანია  ფეროშენადნობების უმსხვილესი მწარმოებელი და ექსპორტიორია.

მის მიერ წარმოებულ პროდუქციას საერთაშორისო ბაზარზე ისეთი ქვეყნები ყიდულობენ, როგორიცაა ჩრდილო და სამხრეთ ამერიკა, რუსეთი და ა. შ.

Print