ახალი ამბები
ქუთაისში მდინარე რიონში მამაკაცის გვამი იპოვეს
FaceBook
მამაკაცი დაახლოებით 80 წლამდე იქნება და ის მდინარეში, სავარაუდოდ თვითმკვლოების მიზნით გადახტა.

ქუთაისში, მდინარე რიონში რუსთაველის ხიდის მიმდებარედ სამაშველო სამსახურმა მამაკაცის გვამი იპოვა. საგანგებო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მდინარეში მამაკაცის გვამს რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. 
როგორც "ქუთაისპოტს" სამაშველო სამსახურის პრესსამსახურში განუმარტეს, მამაკაცი დაახლოებით 80 წლამდე იქნება და ის მდინარეში, სავარაუდოდ თვითმკვლოების მიზნით გადახტა.
Print