ახალი ამბები
ქუთაისში, მშობლებს სკოლების დალაგებას ავალდებულებენ
FaceBook
ქუთაისის საჯარო სკოლებში მშობლებს ოთახების დალაგებას ავალებენ.
,,ქუთაისიპოსთან" საუბარში მე-40 და მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლები აცხადებენ, რომ ოთახების დასუფთავების პროცესში მათი ჩართვა გასული კვირიდან დაიწყო.

"გვითხრეს, რომ ფარდები არის გასარეცხი, საკალასო ოთახები  მოსაწესრიგებელი და მოდითო. მშობლებმა რომ არ ვალაგოთ დამლაგებელი არ უნდა ჰყვადეს სკოლებს?! ერთი და ორი თუ არ ყოფნით დაამატონ".

ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრში აცხადებენ, რომ მსგავს შემთხვევებს ადგილი არ აქვს. მაია ცქიტიშვილის თქმით, დასუფთავების პროცესში მშობლების ჩართვა შესაძლოა მათი სურვილით ხდება.

"თუ საკუთარი სურვილით ხდება ჩართვა ვერ გეტყვით. მსგავსი რამ არ გაგვიგია. სკოლებს ამ ეტაპზე დამლაგებლების საკმარისი რაოდენობა ჰყავთ."


კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ჰიგიენური საშუალებების შესაძენად დაფინანსება ქუთაისში 8 სკოლას გაეზრდება. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, დანარჩენი სკოლებისათვის ყველა საჭირო ინვენტარი შეძენილია.

სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბერს განახლდება.

ავტორი: ანა ჯიქია
Print