ახალი ამბები
ქარი, ძიერი წვიმა და ელჭექი – საქართველოში ამინდი მკვეთრად უარესდება
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 სექტემბრიდან დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის მიმართულებით ზოგიერთ რაიონში გაძლიერდება ქარი.

"6-7 სექტემბერს საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა",- აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

რაც შეეხება თბილისს, 6 სექტემბერს დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
Print