ახალი ამბები
ქუთაისში ფესტივალი Art Of Kutaisi გაიმართება
FaceBook

26 სექტემბერს ქუთაისში ფესტივალი Art Of Kutaisi გაიმართება.

ფესტივალს ერთი დღე დაეთმობა და იგი თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება.

ღონისძიების  ინიციატორები და ორგანიზატორებია მუსიკოსები ბექა, მანაგაძე, გიორგი ვარდანიძე და ირინე დოღონაძე.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მუსიკალური ჯგუფები, თეატრალური დასი, მხატვრები, ქორეოგრაფიული ანსამბლები და სხვა.

პროგრამა ასე გამოიყურება:

17:00-23:00 ქუთაისელი მხატვრებისა და ფოტოგრაფების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა

17:00 ქუთაისის პანტომიმის თეატრი ნიღბების თეატრი

18:00 ქუთაისის ქორეოგრაფიული ანსამბლები

19:00 სამუსიკო სკოლების მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კურსდამთავრებულთა გაერთიანება

19:40 Alex Tavadi

20:00 BAND IME

20:40 ლურჯი იალქანი - Bლუე შაილ

21:40 ოჩოს ქოხი 

22:40 რეზო და ბავშვები / რეზო და ბავშვები

23:30 მარსიელი შომალი

00:00 კულმინაცია ფოიერვერკით

კონცერტის პარალელურად გაიმართება გასართობ-შემეცნებითი შეჯიბრებები

გამოვლინდებიან გამარჯვებულები და მიიღებენ წამახალისებელ პრიზებს პროექტის მხარდამჭერებია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია  და სხვადასხვა კერძო ორგანიზაციები.

Print