ახალი ამბები
ცესკოში საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაცია დასრულდა
FaceBook
2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) რეგისტრაცია 66-მა პარტიამ გაიარა.

ცესკოს, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, სულ 78-მა პარტიამ მიმართა. აქედან 12-ს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე.

შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციამ საარჩევნო პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი დაასრულა. პოლიტიკური პარტიებისთვის შემდეგი ეტაპი მოიცავს პარტიული სიების წარმოდგენას, რომელსაც პარტია/საარჩევნო ბლოკი ცესკოს თავმჯდომარეს წარუდგენს (არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა) და შესაბამისად იწყება პარტიული სიების შემოწმების და შემდეგ უკვე აღნიშნული პარტიული სიის რეგისტრაციის პროცესი.

რაც შეეხება მაჟორიტარ კანდიდატებს, - პარტია/საარჩევნო ბლოკი თითოეულ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარადგენს საქართველოს პარლამენტის წევრობის თითო კანდიდატს (არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა).
Print