ახალი ამბები
რა შემთხვევაში ისწავლიან სტუდენტები დისტანციურად - განათლების მინისტრის განმარტება
FaceBook
თუ უმაღლესი სასწავლებლების აუდიტორიებში 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა ვერ მოხერხდება, სასწავლო კურსის თეორიული ნაწილი დისტანციურად წარიმართება.

ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებული მინისტრის განცხადებაშია ნათქვამი. მიხეილ ჩხენკელის თქმით, სასწავლო პროცესი უმაღლეს დაწესებულებებში ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით აუდიტორიებში, ჩვეულ რეჟიმში განალხდება, თუმცა უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად უნდა მოხდეს.

,,იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე უმაღლესი სასწავლებლის ინფრასტრუქტურა აუდიტორიაში 1-მეტრიანი დისტანციის დაცვის საშუალებას არ იძლევა, გამონაკლისის სახით შესაძლებელია უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო კურსების თეორიული ნაწილის დისტანციურად წარმართვა. დისტანციური სწავლების ფორმატი გავრცელდება იმ სტუდენტებზეც, რომლებიც იზოლაციაში/კარანტინში იმყოფებიან."

კორონავირუსის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე მიმდინარე წლის მარტიდან გადავიდნენ. დაიწყო პროექტი „ტელესკოლა“, რომლის საშუალებითაც მოსწავლეებს გაკვეთილების მოსმენა შეეძლოთ.

ახალი სასწავლო წელი სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებელბში 15 სექტმებრიდან, ჩვეულ რეჟიმში, განახლდება.

Print