ახალი ამბები
ირანელ ინვესტორს შესაძლოა ქუთაისის მერიამ ქონება ჩამოართვას
FaceBook
ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მასწავლებელთა სახლის ყოფილი შენობის მეპატრონეს აღნიშნული ობიექტი შესაძლოა ჩამოართვან.

ამის შესახებ "ქუთაისიპოსტთან" საუბარში მერიის ზედამხედველობის სამსხაურის უფროსმა, ბაქარ ჭეიშვილმა განმარტა.

მისი თქმით, თუკი ობიექტის მეპატრონე მომდევნო წლის მარტამდე არ განახორციელებს სამუშაოებს, ამ შემთხვევაში დადგება დღის წესრიგში ქონების ჩამორთმევის საკითხი.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ შენობა აუქციონის წესით, 2014 წელს ნოემბერში 151 000 ლარად გაყიდა.

მასწავლებელთა სახლის ყოფილი შენობა "ეიჩპი ჯგუფმა" შეიძინა, რომელსაც ირანელი მფლობელი ჰყავს.

Print