ახალი ამბები
"ოპოზოციური განწყობის გამო გვსჯიან" - აქცია თერჯოლაში
FaceBook
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგნის მოსახლეობა დაზიანებულ საგზაო ინფრასტრუქტურას აპროტესტებს.

ადგილობრივებმა სოფელში აქცია გამართეს ხელისუფლება გულგრილობაში დაადანაშაულეს. მოსახლოების მტკიცებით, მათ უბანში არჩევნებს ხელისუფლება სისტემატიურად აგებს, ამიტომ ადგილობრივებს ოპოზიციური განწყობების გამო სჯიან და 2,5 კილომეტრიან მონაკვეთს არ აკეთებენ.

"წლებია გზის გაკეთებას ვითხოვთ, მაგრამ ოპოზოციური განწყობის გამო გვსჯიან. არჩევნებს ჩვენს უბანში მმართველი გუნდი სისტემატიურად აგებს, ამიტომ არ აკეთებენ. მხოლოდ 2,5 კილომეტრიანი გზაა დარჩენილი და რთული არ უნდა იყოს ადგილობრივი ხელისუფლებისთვის. არც ავტობუსი მოდის და ვერც სასწრაფოს ვიძახებთ. თუ არ მოგვაქცევენ ყურადღებას, აქციები გაგრძელდება"-განაცხადა იმედა სუთიძემ.

მათი თქმით, დაზიანებული გზის გამო, როგორც ფეხით, ასევე ტრანსპორტით უჭირთ გადაადგილება.

აქციას "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენლებიც შეურთდნენ.


Print