ახალი ამბები
მესხიშვილის თეატრი 160-ე სეზონს ოქტომბერში გახსნის
FaceBook

მესხიშვილის თეატრის 160-ე საიუბილეო სეზონი სამ  ოქტომბერს პომპეზურობით გაიხსნება.


ყოველ შემთხეევაში ამის სურვილს გამოთქვამენ მესხიშვილის თეატრში.

„მესხიშვილის თეატრისთვის 160 -ე სეზონას გახსნის და გვინდა ეს დღე დასამახსოვრებელი გავხადოთ“, -  აღნიშნავს მესხიშვილის თეატრის დირექტორი სულხან გოგოლაშვილი.


გარდა იმისა, რომ სამ ოქტომბერს პრემიერა გაიმართება სეზონს რეჟისორ კოტე აბაშიძის მონოსპექტაკლი  „ჩვენო უდიდებულესობავ“  გახსნის (ნუგზარ ლორთქიფანძის პიესის მიხედვით, ზვიად სვანაძით მთავარ როლში).


პრემიერის გარდა სამ მარტს სხვა ღონსიძივბებიც გაიმართება.

მოეწყობა საქართველოს თეატრალური  საზოგადოების მიერ თეატრალური მოღვაწეების დაჯილდოების ცერემონიალი.


„ცერემონიალი  წელს 27 მარტს თეატრის საერთაშორისო დღეს უნდა გამართულიყო, მაგრამ პანდემიის მიზეზით გადაიდო. ამიტომ დაჯილდოება სამ მარტს ჩვენს თეატრში გაიმართება“, - ამბობს სულხან გოგოლაშვილი.

სეზონის გახსნას დაესწრებიან მესხიშვილის თეატრის მეგობარი ქვეყნების თეატრების წარმომადგენლები. სტუმრებს მიიღებენ ლიეტუვადან. ასევე გერმანიიდან. კერძოდ,  ევროპული თეატრების ასოციაციის ხელმძღვანელობას.

„ვფიქრობთ პრეზიდენტის და პრემიერ მინისტრის მოწვევასაც“, - ამბობს სულხან გოგოლაშვილი.

ღონისძიებების მესხიშვილის თეატრის შენობაში ჩატარდება. როგორც თეატრში აღნიშნავენ, ყველა რეკომენდაციის და რეგულაციის დაცვით ჩატარდება სპექტაკლები.

კორონავირუსის პანდემიის გამო მესხიშვილის თეატრმა მუშაობს 2 მარტს შეწყვიტა.

Print