პოლიტიკა
საპატრიარქოს განცხადება ბაგრატის ტაძარის ეზოში "პატრიოტების" შეკრებაზე
FaceBook
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" მიერ  ბაგრატის ტაძრის ეზოში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრას საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა.
საზოგადოების ნაწილი  მიიჩნევს, რომ ბაგრატის ტაზრის ეზოში, რომელიც არის ქვეყნის ერთიანობის სიმბოლო "პატრიოთა ალიანსის" მიერ გამართული შეხვედრა შეურცხმყოფელია. 






შეხვედრის გამო განაწყენებულ მოქალაქეებს საქართველოს საპატრიარქო გამოეხმაურა. 

"როგორც ეპარქიიდან შემატყობინეს, დღეის მდგომარეობით, აღნიშნული ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაშია და იქ სხვადასხვა დროს იმართება ღონისძიებები, რომელსაც არ უთანხმებენ ეპარქიას.

ცნობისათვის, ისტორიულად ეს მიწა ეკუთვნოდა ბაგრატის ტაძარს, თუმცა შემდგომში ტაძარს გადაეცა მხოლოდ ნაწილი ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიისა, ხოლო ეს ადგილი სახელმწიფოს საკუთრებაში რჩება", - წერს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე საკუთარ ფეისბუქგვერდზე.

"პატრიოტთა ალიანსმა" წინასაარჩევნო შეკრება ბაგრატის ტაძრის ეზოში მიმდინარე წლის 1 სექტემბერს გამართა.
Print