ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით 16 სტუდენტი ისწავლის
FaceBook
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივესრიტეტში 100%-იანი გრანტი 16-მა სტუდენტმა მოიპოვა.


უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სასწავლებელში 19 სტუდენტი 70%-იანი დაფინანსებით, ხოლო 94 სტუდენტი 50% -იანი გრანტით ისწავლის.  

უმაღლეს სასწავლებელში განმარტავენ, რომ წინა წელთან შედარებით 100%-იანი გრანტის მფლობელთა რაოდენობა გაზრდილია. გასულ წელს სრული დაფინანსებით, მხოლოდ 13 სტუდენტი სწავლობდა.

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1 701 აბიტურიენტი ჩაირიცხა.

პირველკურსელების რეგისტრაცია 8 სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით მოხდება. სასწავლო პროცესი 14 სექტემებრს აუდიტორიებში განახლდება.

წერეთლის უნივერსიტეტში საერთო ჯამში 10 ათასამდე სტუდენტი სწავლობს.


ავტორი: ანა ჯიქია
Print