ახალი ამბები
ქუთაისში მაღაზია დააყაჩაღეს
FaceBook
ქუთაისში სუპერმარკეტ "ფემილის" ფილიალი დააყაჩაღეს.
შემთხვევა წუხელ მოხდა. მარკეტის თანამშრომლების ინფორმაციით, გვიან ღამით ნიღბიანმა პირმა საკანცელარიო დანის მუქარით თანხა მოითხოვა. დაუდგენელმა პირმა ათას ლარამდე თანხის წაღება მოახერხა.

შემთხვევის დროს მარკეტში სამი თანამშრომელი იყო, მათ დაცვა გამოიძახეს, თუმცა მძარცველმა გაქცევა მოახერხა. ადგილზე იმყოფებიდნენ სამართალდამცველები, მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს.
Print