ახალი ამბები
თერჯოლაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილ 11 წლის მოზარდს დღეს დაკრძალავენ
FaceBook
თერჯოლის სოფელ ძევრში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილ 11 წლის მოზარდს დღეს დაკრძალავენ.
წესის აგების პროცესია ამ წუთებში მიმდონარეობს. სასულიერო პირების თქმით, დედის პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ მოხდა გამონაკლისის დაშვება. მათი თქმით, მსგავსი ტრაგედიების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია, სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას.

თერჯოლის სოფელ ძევრში, 11 წლის ბიჭი გარდაცვლილი 23 აგვისტოს იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, მოზარდმა, რომელიც მამის მხრიდან სისტემატურ ფიზიკურ ძალადობას განიცდიდა, თავი მოიკლა. გარდაცვილის ოჯახის წევრების ნაწილს გამოძიების ვერსიის არ სჯერა და ამბობენ, რომ მამას, რომელიც ალკოჰოლზე დამოკიდებული იყო, ბავშვი ცემაში შემოაკვდა. მათი თქმით, 11 წლის ათუკას მიმართ ცემა აბჟანდაძეების ოჯახში ძალადობის ერთადერთი შემთხვევა არ იყო და მამა მეუღლესა და ქალიშვილებზეც ხშირად ძალადობდა.

ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს, მან თავის არასრუწლოვან ქალიშვილს სახის ძვლებიც დაუზიანა.   მეზობლები, აბჟანდაძეების ოჯახში ძალადობის ფაქტების გამო, საპატრულო პოლიციას ხშირად იძახებდნენ, თუმცა, სამართალდამცავები  მამაკაცს მხოლოდ ხელწერილს აწერინებდნენ.

49 წლის ფ.ა. ახლა დაკავებულია. მას ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. წაყენებული ბრალის მიხედვით მას ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობა ემუქრება.


ამავე თემაზე:

სისტემის და საზოგადოების თვალწინ განვითარებული და დაუნახავი ტრაგედია


Print