ახალი ამბები
საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1-4 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატება:

დაბლობსა და ბარში 33, 38, მთაში 31, 36, სანაპირო რაიონებში 30, 35 გრადუსამდე.1-2 სექტემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობზე და აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

სააგენტოში განმარტავენ, რომ მოსალოდნელი მეტეოროლოგიური სიტუაცია (ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი) შექმნის ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ პირობებს.
Print