ახალი ამბები
წელს სტუდენტი 29 614 აბიტურიენტი გახდა
FaceBook
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგბი დღეს გახდა ცნობილი. წელს, სტუდენტი 29 614 აბიტურიენტი გახდა.
აქედან,  სახელმწიფო გრანტი კი,  6550-მდე  გამოსაცდელმა მოიპოვა.

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგი დღეს გახდა ცნობილი.

"დღეს აბიტურიენტებისთვის ცნობილი გახდა ინფორმაცია ჩარიცხვებისა და გრანტის განაწილეობის შესახებ. 2020 წელს უმაღლეს დაწესებულებებში სწავლას გააგრძელებს 29 614 აბიტურიენტი. ვულოცავ თითოეულ მათგანს და წარმატებებს ვუსურვებ ცხოვრების ახალ ეტაპზე.

მათ კი, ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ შეძლეს წელს ამ არც თუ ისე მარტივ პერიოდში საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა, ვთხოვ არ დაკარგონ მოტივაცია - უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა მომავალშიც ექნებათ", - განაცხადა სოფიო გორგოძემ.

მისივე თქმით, 100%-იანი დაფინანსება მიიღო 1000-ზე მეტმა აბიტურიენტმა, 70%-იანი დაფინანსება - 1500-მდე აბიტურიენტმა, 50%-იანი გრანტი კი 4000-ზე მეტმა აბიტურიენტმა დაიმსახურა.

"წინა წელს თუ შევადარებთ, შარშან სტუდენტი გახდა რეგისტრირებულ აბიტურიენტთა 71%, წელს კი - 75%. ასე რომ, ამ თვალსაზრისით წელს უკეთესი მდგომარეობა გვაქვს. მინდა შევახსენო იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება, რომ რეგისტრაციის გასავლელად უშუალოდ უნდა მიმართონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს", - განაცხადა გორგოძემ.


ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 41 000-მდე აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული.
Print