ახალი ამბები
თერჯოლაში გარდაცვლილ 11 წლის ბიჭს წესს აუგებენ
FaceBook
ერჯოლაში, სოფელ ძევრში გარდაცვლილი 11 წლის ბიჭს  წესს აუგებენ, ამის შესახებ განცხადებას საპატრიარქო ავრცელებს.

"თერჯოლის რაიონში ახლადგარდაცვლილი 11 წლის მოზარდის, ავთანდილ აბჟანდაძის, წესის აგებასთან დაკავშირებით მიგვაჩნია, რომ, მიუხედავად იმისა, ჯერჯერობით დაუდგენელია, რეალურად რა მოხდა და რა გახდა მიზეზი პატარა ავთანდილის ამქვეყნიდან გასვლისა, ასაკიდან და გარემოებიდან გამომდინარე, მისთვის წესის აგება უნდა იყოს ნებადართული", - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხდებაში. 

თერჯოლის სოფელ ძევრში, 11 წლის ბიჭი გარდაცვლილი 23 აგვისტოს იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, მოზარდმა, რომელიც მამის მხრიდან სისტემატურ ფიზიკურ ძალადობას განიცდიდა, თავი მოიკლა. გარდაცვილის ოჯახის წევრების ნაწილს გამოძიების ვერსიის არ სჯერა და ამბობენ, რომ მამას, რომელიც ალკოჰოლზე დამოკიდებული იყო, ბავშვი ცემაში შემოაკვდა. მათი თქმით, 11 წლის ათუკას მიმართ ცემა აბჟანდაძეების ოჯახში ძალადობის ერთადერთი შემთხვევა არ იყო და მამა მეუღლესა და ქალიშვილებზეც ხშირად ძალადობდა.

ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს, მან თავის არასრუწლოვან ქალიშვილს სახის ძვლებიც დაუზიანა.   მეზობლები, აბჟანდაძეების ოჯახში ძალადობის ფაქტების გამო, საპატრულო პოლიციას ხშირად იძახებდნენ, თუმცა, სამართალდამცავები  მამაკაცს მხოლოდ ხელწერილს აწერინებდნენ.

49 წლის ფ.ა. ახლა დაკავებულია. მას ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. წაყენებული ბრალის მიხედვით მას ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობა ემუქრება.


ამავე თემაზე:

სისტემის და საზოგადოების თვალწინ განვითარებული და დაუნახავი ტრაგედია

Print