ახალი ამბები
ჭიათურის მაღაროში მუშას ტრაქტორმა გადაუარა
FaceBook
ჭიათურაში,  შუქრუთის მაღაროში მემანქანე გარდაიცვალა.

რსებული ინფორმაციით, მაღაროს თანამშრომელს სამუშაო პროცესში ტრაქტორმა გადაურა. დაშავებულს ორი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

"გაუკეთდა ოპერციები, მაგრამ ორ დღეში გარდაიცვალა. როგორც ვიცით, მუშაობის დროს დაეჯახა ტრაქტორი. სხვა ამ ეტაპზე არაფერი ვიცით", – ამბობს ჭიათურის სამთო–მრეწველობის პროფესიული კავშირის თავმჯდომარე, პაატა სამხარაძე.

გარდაცვლილი 45 წლის მამაკაცია. მას სამი შვილი დარჩა.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო-სამშნებლო სამუშაოების დროს უსაფთხოების წესების დარღვევას ითვალიწინებს.
Print