ახალი ამბები
7 ინფიცირებული, 7 გამოჯანმრთელებული - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა
FaceBook
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი  7 ადამიანს დაუდგინა.

7 კი გამოჯანმრთელდა. შვიდივე პაცინეტი, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებას დღეს დატოვებენ, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

ქვეყანაში კორონავირუსის 1462 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 1203 გამოჯანმრთელდა, 19 გარდაიცვალა. კოვიდცენტრებში 223 პაციენტი მკურნალობს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5924 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 209. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
Print