ახალი ამბები
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში შვიდი პაციენტი გამოჯანმრთელდა
FaceBook
ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოს დღეს შვიდი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს.

შვიდივე ე.წ. ლენჯერის კლასტერს მიეკუთვნება. მათგან ხუთი ბავშვია, ორი კი მოზრდილი.

კლინიკაში სამკურნალოდ 14 ადამიანი რჩება. ახალი ინფიცირებულები სამედიცინო დაწესებულებაში არ მიუღიათ.

კლინიკას სულ 59 გამოჯანმრთელებული ჰყავს.
Print