ახალი ამბები
ცხრაჯვარის სალოცავთან მისასვლელ გზას რეკონსტრუქცია უტარდება
FaceBook
ტყიბულის მუნიციპალიტეტში,  ცხრაჯვარის სალოცავთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეკონსტურქცია მიმდინარეობს.

გზის 3,6 კმ-იან მონაკვეთზე დაგეგმილია ორფენიანი ასფალტის საფარისა და გარეგანათების მოწყობა, რკინა–ბეტონის კიუვეტებისა და კედლების მშენებლობა.

პროექტის ღირებულება 2 მლნ ლარია. სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

ცხრაჯვარი საქართველოში ცნობილი ტურისტული ლოკაციაა და ის ზღვის დონიდან 1500 მეტრზე მდებარეობს.



Print
თეგები: #ცხრაჯვარი