ახალი ამბები
მაგისტრობის მსურველებისთვის სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყო
FaceBook
საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების სააპელაციო განაცხადების მიღება უკვე მიმდინარეობს.
მაგისტრობის მსურველებს განაცხადის შევსება 2 სექტემბრის ჩათვლით შეეძლებათ.

სააპელაციო განაცხადები აპელანტებმა ელექტრონულად, ვებგვერდებზე: online.naec.ge და www.naec.ge უნდა შეავსონ.

სამაგისტრო გამოცდის მონაწილემ უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური 50 ლარი. ქულის ცვლილების შემთხვევაში თანხა განცხადების საფუძველზე უბრუნდება გამოცდაში მონაწილეს.

სააპელაციო განაცხადის შევსების ინსტრუქცია იხილეთ აქ:
Print
თეგები: #გამოცდა