ახალი ამბები
პენსიონრები თანხის აღებას თვის დასაწყისიდან შეძლებენ
FaceBook

პენსიონრები სახელმწიფო პენსიის აღებას ყოველი თვის პირველიდან 14 რიცხვის ჩათვლით შეძლებენ.


ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პენსიის გაცემა შესაბამისი განრიგის მიხედვით მოხდება, რომელსაც ბანკი უზრუნველყოფს. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ამ ცვლილების მიზანი ბანკების ფილიალებთან რიგების შემცირებაა.


„მოგეხსენებათ, რომ პენსიები პენსიონერებს ერიცხებათ ყოველი თვის 14 რიცხვში და ეს მუდმივად ბანკების ფილიალებში, განსაკუთრებით ,,ლიბერთი ბანკის" ფილიალებში დისკომფორტისა და რიგების საბაბი იყო, თუმცა პანდემიის პირობებში, ეს დისკომფორტის გარდა, მაღალი რისკის მატარებელია ეპიდემიის გავრცელებისთვის. ყველამ კარგად ვიცით, რომ მოხუცები მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან, ამიტომ ჩვენ საბანკო სექტორთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პენსიების დარიცხვა და შესაბამისად გაცემა დაიწყება ყოველი თვის პირველი რიცხვიდან 14 რიცხვამდე შესაბამისი განრიგის მიხედვით", -
განცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ყველა პენიონერს ეცოდინება თავისი განრიგი არანაირი ტექნიკური შეფერხება.

,,შესაბამისად, მთავარი შედეგი, რაც ჩვენ უნდა მივიღოთ, არის მობილობის დაცემა, რიგები აღარ უნდა იყოს და ჩვენს პენსიონერებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ პენსია მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღონ არა ერთ დღეს, არამედ პირველი რიცხვიდან 14 რიცხვამდე თანმიმდევრულად, წყნარად, მშვიდად და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეპიდემიოლოგების რჩევების გათვალისწინებით, რომ არ მოხდეს ეპიდემიის გავრცელება განსაკუთრებით მაღალი რისკის შემცველ პენსიონერებში", - განმარტა გახარიამ.

ასაკით პენსიონერისათვის სახელმწიფო პენსიის ფულადი ოდენობა 220 ლარია.

2020 წლის 1 ივლისიდან 70 წლის ზემოთ პენსიონერებს პენსია გაეზარდათ 30 ლარით და შეადგენს 250 ლარს.


Print