ახალი ამბები
ბაღდათში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
FaceBook
ბაღდათში რიგით 82-ე საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა.

ღონისძიებას, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, იმერეთის გუბერნატორან და ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტათან ერთად დაესწრო.

ბაღდათის საზოგადოებრივი ცენტრი იმერეთის რეგიონში რიგით მეცხრამეტეა.

ცენტრი ბაღდათისა და მიმდებარე სოფლების 27 000-მდე მცხოვრებს მოემსახურება. შენობა თანამედროვე სტანდარტებით აშენდა და ის ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.

საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს ადგილიდან გაუსვლელად ისარგებლოს სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურებით. მომხმარებელს ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით შეუძლია აიღოს პასპორტი/პირადობის მოწმობა, განახორციელოს უძრავი ქონების რეგისტრაცია, მიიღოს საკადასტრო გეგმა თუ საარქივო მომსახურება და სხვ.







Print