ახალი ამბები
ალეკო ელისაშვილის პარტიამ ქუთაისში მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა
FaceBook
პარტია "ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების" სახელით ქუთაისში მაჟორიტარობისთვის იოსებ კენჭაძე იბრძოლებს.

კანდიდატი პარტიის ლიდერმა თავად წარადგინა.

"აქ დავიბადე, გავიზარდე, აქ ვისწავლე, აქ შემიყვარდა და აქ დავძმაკაცდი პირველად. დღესაც აქ ვცხოვრობ ჩემს შვილებთან ერთად და თითოეული თქვენგანის მსგავსად მეც მიჭირავს ამ ქალაქის მაჯისცემაზე ხელი. ჩვენ აღარ უნდა ვიყოთ ვინმეს იმედზე და  აქედან, ამ რთული გზით უნდა შევძლოთ მიზნამდე მისვლა" - განაცხადა წარდგენისას იოსებ კენჭაძემ.

იოსებ კენჭაძე პროფესიით იურისტია. თსუ-ს, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და  ჰარვარდის კურსდამთავრებულია.  არის რამდენიმე წიგნის ავტორი.
Print