ახალი ამბები
კერძო და საჯარო ბაღები მუშაობას პირველი ოქტომბრიდან განაახლებენ
FaceBook
საკოორდინაციო საბჭომ,  სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მუშაობაზე  შეზღუდვების მოხსნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

26 აგვისტოს გამართულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საჯარო და კერძო ბაღები მუშაობას საჯარო სკოლებში სწავლის დაწყებიდან (15 სექტემბერი) 2 კვირის ინტერვალით - 1 ოქტომბრიდან განაახლებენ. ამასთან, აღინიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა უმაღლეს სასწავლებლებთან სწავლის ეტაპობრივად დაწყებასთან დაკავშირებით.

სკოლამდელი განათლების დაწესებულებებმა მუშაობა მიმდინარე წლის მარტიდან, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გამო შეწყვიტეს.
Print