ახალი ამბები
11 წლის ბიჭის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულ მამას პატიმრობა შეეფარდა
FaceBook
თერჯოლაში, 11 წლის ბიჭის თვითმკვლელობის საქმეზე დაკავებულ მამას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

პროცესი დღეს, ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში გაიმართა. სხდომას ბრალდებულიც ესწრებოდა. იგი მომხდარში თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამბობს, რომ მას და მის შვილს საუკეთესო ურთიერთობა ჰქონდათ.

"თუ უნდათ დახვრეტა მოითხოვონ. როგორც მე და ჩემი შვილი ვიყავით, იშვიათია, უდედოდ გავზარდე",- განაცხადა პროცესზე ბრალდებულმა.


23 აგვისტოს, თერჯოლის სოფელ ძევრში 11 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, მამა მის არასრულწლოვან შვილზე სისტემატურად ძალადობდა, რამაც სავარაუდოდ,  მისი თვითმკვლელობა გამოიწვია.


Print