ახალი ამბები
"სანიაღვრეებში, რომლებიც წყალს ვერ ატარებს, 50 მილიონია დახარჯული"
FaceBook
ქუთაისის მერიას კორუფციაში ადანაშაულებენ.

"ლეიბორისტული პარტიის" ადგილობრივი წარმომადგენლობა 23 აგვისტოს მოსული უხვი ნალექის გამო ქუჩების დატბორვაში ადგილობრივი ხელისუფლების ბრალეულობას ხედავას და აცხადებს, რომ ქალაქში წყალი გაუმართავი სანიაღვრე სისტემის გამო დადგა, რომელმაც წვიმის ძლიერი ნაკადი ვერ გაატარა. პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის სამსონ გუგავას თქმით, ეს ხდება მაშინ, როცა ბოლო ორ წელიწადში  სანიაღვრე არხის მოწყობაში 50 მილიონი ლარია დახარჯული.

"ბოლო 2 წელიწადში 50 მილიონი ლარი დახარჯა ქუთაისის მერიამ როგორც ადგილობრივი, ასევე, ცენტრალური ბიუჯეტიდან და შედეგი მაინც ის არის, რომ ყოველი გაწვიმების დროს ქუჩები იტბორება და ქალაქი პარალიზებულია. ამჯერადაც,  მცირეხნიანმა ნალექმა ქალაქის პარალიზება გამოიწვია. მივმართავთ აუდიტის სამსახურს,  შეისწავლოს აღნიშნული თანხის ხარჯვის სამართლიანობა და პასუხისგებაში მიეცენ ის ადამიანები, რომლებმაც წყალში გადაყარეს ხალხის ფული", - განაცხადა სამსონ გუგავამ.

ოპოზიციური პარტიის ბრალდებებზე ქუთაისის მერიაში განმარტებებს არ აკეთებენ.

23 აგვისტოს ქუთაისში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად, ქალაქის ქუჩები დაიტბორა. წყალი შევიდა საცხოვრებელი სახლებისა და დაწესებულებების პირველ სართულებზე.



ამავე თემაზე:

ძლიერი წვიმის შედეგად ქუთაისში ქუჩები დაიტბორა




























































































































































































































































































































































































































































































































ასე ექცევიან ხალხის მიერ ბიუჯეტეი გადახდილ ფულს. 23 აგვისტოს ქუთაისში ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქის ქუჩები დაიტბორა. წყალი შევიდა საცხოვრებელი სახლებისა და დაწესებულებების პირველ სართულებზე.
მისი თქმით სანიაღვრეებმა ვერ შეძლო წყლის გატარება. უნდა დაისაჯონ ის ადამინები, ვინც ხალხის ფული წყალში გადაყარა.
Yოუ სენტ
4 წუთის წინ


Print