ახალი ამბები
ქუთაისის საავადმყოფოში მესტიიდან სამი პაციენტი შეიყვანეს
FaceBook
ქუთაისში მესტიიდან გადაყვანილ პაციენტებს შორის ერთი 6 წლის ბავშვია.

მასთან ერთად ინფიცირებულია ორი კი ახალგაზრდა ასაკის ადამიანი. 

სამივე პაციენტი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ე.წ. მესტიის კლასტერიდან მოთავსებულების ოჯახის წევრები არიან. შესაბამისად, მათი ინფიცირების წყარო დადგენილია.

საავადმყოფოს ინფორმაციით, სამივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში სულ 21 პაციენტი მკურნალობს. მათგან  რვა ბავშვია. პაციენტებიდან ექვსს  პნევმონია აქვს.
Print