ახალი ამბები
რა შემთხვევაში შეეძლება ბავშვის ქონების განკარგვა მშობელს - ცვლილებები კოდექსში
FaceBook
სამოქალაქო კოდექსში უკვე შევიდა ცვლილებები, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბრიდან ამოქმედდება.


სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანის კუთვნილი უძრავ/მოძრავი ქონების განკარგვა მშობელს/და მეურვეს მხოლოდ სასამართლოს თანხმობის შემთხვევაში შეეძლება. შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ მოძრავი ან უძრავი ქონების განკარგა ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით არ ხდება, მშობელს მისი განკარგვის უფლება ბავშვის სრუწლოვანების მიღწევამდე არ ექნება. სრულწლოვანს უფლება აქვს თავად გადაწყვიტოს მისცეს თუ არა მშობლებს მის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების განკარგვის უფლება.

"ბავშვის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე
", - აღნიშნულია სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლში.

ამავე კოდქსის მიხედვით, ბავშვის საკუთრებაში არსებული 1 000 ლარზე მეტი ღირებულების მოძრავი ნივთის მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე.


Print