ახალი ამბები
წყალტუბოსა და ქუთაისის აბონენტებს წყალმომარაგება შეუწყდება
FaceBook
26 აგვისტოს წყალტუბოსა და ქუთაისში 56 497 აბონენტს წყლის მიწოდება შეუწყდება.

"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ინფორმაციით, შეფერხება ქვიტირის სატუმბ სადგურში კოლექტორის დაზიანებას უკავშირდება.

26 აგვისტოს წყალმომარაგების გარეშე დარჩება სოფელ ბანოჯის, ფარცხანაყანევის, ქვიტირის, ასევე,  ქუთაისში უქიმერიონის, გამარჯვების, ძელქვიანის, ნიკეას, სულხან-საბას, ვაკისუბნის, ავტოქარხნისა და საფიჩხიის  მოსახლეობას.

აბონენტებს წყლის მიწოდება 26 აგვისტოს 00:30 საათიდან 22 საათამდე შეუწყდება.


Print
თეგები: #წყალი