ახალი ამბები
იმერეთის გუბერნატორი შესაბამის სამსახურებს ვირუსის პრევენციის კონტროლის გამკაცრებისკენ მოუწოდებს
FaceBook
იმერეთის გუბერნატორი  ზვიად შალამბერიძე, მოადგილეებთან ერთად რეგიონული სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე რწმუნებულმა განაცხადა, რომ აუცილებელია გამკაცრდეს ვირუსის პრევენციისთვის გათვალისწინებული ზომების კონტროლი. მისი თქმით, განსაკუთრებით სწავლის დაწყების წინ და  ასევე, სასწავლო პროცესის დროს,  მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი რეკომენდაციები  ყველა სკოლამ და სკოლამდელმა დაწესებულებამ დაიცვას.

ზვიად შალამბერიძემ შესაბამის სამსახურებს მოუწოდა, რომ აქტიურ კომუნიკაციაში იყვნენ მოქალაქეებთან და მიაწოდონ მათ ინფორმაცია მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ.

მხარის რწმუნებული, შეხვედრაზე, არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასაც გაეცნო და  მოისმინა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად ასრულებენ საწარმოები, სასურსათო მაღაზიები, კვების ობიექტები თუ სხვა ტიპის დაწესებულებები ჯანდაცვის სამინიტროს რეკომენდაციებს.




Print