ახალი ამბები
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანეს
FaceBook
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 18-მდე გაზიარდა.
კლინიკაში  21 წლის მამაკაცი მოათავსეს. მას ამერიკაში მოგზაურობის ისტორია აქვს. კლინიკის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დღეს კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი კალათბურთელ ვიქტორ სანიკიძის დედაა. ქვეყანაში კორონავირუსით სულ 19 პაციენტია გარდაცვლილი.

25 აგვისტოს  კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 13. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6018 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 249. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
Print
თეგები: #კორონა