ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსით მე-19 პაციენტი გარდაიცვალა
FaceBook
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი კალათბურთელ ვიქტორ სანიკიძის დედაა.

მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. პაციენტი გუშინ დაიღუპა. საქართველოში კორონავირუსით სულ 19 პაციენტია გარდაცვლილი.

25 აგვისტოს ქვეყანაში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 13. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6018 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 249. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
Print