ახალი ამბები
25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღეა
FaceBook
შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის გამო, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ქვეყნის მთეელ ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე დროშა დაუშვეს.

დროშა დაშვებულია ქუთაისის მერიის შენობაზე, ასევე, იმერეთის 11-ვე მუნიციპალიტეტში სახელმწიფო უწყებების შენობებზე.  ეროვნული სიმბოლო დაშვებულია  ქუთაისის შესასვლელშიც, რომელიც რამდენიმე დღის წინ აღიმართა.

23 აგვისტოს,  შატილის გზაზე ტურისტული მიკროავტობუსი 80 მეტრი სიმაღლიდან ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი ადგილზე დაიღუპა. სამი დაშავებული კი კრიტიკულ მდგომარეობაში კლინიკაშია გადაყვანილი.





Print