ახალი ამბები
ხუთთვიანი პაუზის შემდეგ პირველი საგარეუბნო სარკინიგზო რეისი შესრულდა
FaceBook
კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული საგარეუბნო სარკინიგზო მიმოსვლა ნაწილობრივ აღდგა.

დღეს პირველი რეისი შესრულდა  ხაშური-ზესტაფონი-ხარაგაულის ხაზზე. ამ მიმართულებით მგზავრებს გადაადგილება უკვე შეუძლიათ.

მატარებელში ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვას შესაბამისი მუნიციპალური სამსახურები უზრუნველყოფენ.

ხუთ ძირითად მიმართულებაზე მატარებლით მიმოსვლა 15 ივნისიდან განახლდა. საგარეუბნო მიმოსვლის სრულად აღდგენის ზუსტი თარიღი კი უცნობია.

კორონავირუსის გამო, საქართველოში მატარებლით მგზავრობა 31 მარტს აიკრძალა.
Print
თეგები: #მატარებელი