ახალი ამბები
საჩხერის მუნიციპალიტეტში სახელფასო დანამატებზე 66 271 ლარი დაიხარჯა
FaceBook
სახელფასო დანამატები საჩხერის ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულმა ყველა თანამშრომლმა მიიღო.

საჩხერის მუნიციპალიტეტში თვითმმართველობაში დასაქმებილ პირებზე მიმდინარე წელს 66 271 ლარის სახელფასო დანამატი გაიცა.  საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის მალხაზ ბაზაძის განმარტებით, სახელფასო დანამატები საჩხერის ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულმა ყველა თანამშრომლმა მიიღო. ბაზაძე  "ქუთაისიპოტთან" საუბარში ირწმუნება, რომ აღნიშნული დანამატების გარდა,  არ მომხდარა პრემიების გაცემა.
საჩხერის მუნიციპალიტეტში საკრებულოსა და გამგეობაში სულ 168 ადამიანია დასაქმებული. გამგეობაში 132, ხოლო დანარჩენი საკრებულოს აპარატში.
საჩხერის ადგილობრივ ბიუჯეტში სახელფასო ფონდისთვის სულ 1 მლნ 532 ათასი ლარია განსაზღვრული. 

საჩხერის მუნიციპალიტეტის თემებზე:


საჩხერეში მიწისძვრით დაზარალებულები 24 წელია ფინანსურ დახმარებას ელოდებიან

ბიძინა ივანიშვილს საჩხერეში ეპატიჟებიან


საჩხერეში მიმდინარე პროექტებზე 714 777 ლარი დაიხარჯება


საჩხერის მაჟორიტარმა დეპუტატმა მიმდინარე წელს ამომრჩევლები 10-ჯერ მიიღო.

საჩხერის მუნიციპალიტეტეში მივლინებებზე 12 000 ლარია დახარჯული.
Print