ახალი ამბები
ძლიერი წვიმის შედეგად ქუთაისში ქუჩები დაიტბორა
FaceBook
ქუთაისში ინტენსიურად მოსულმა ნალექმა რამდენიმე ქუჩის დატბორვა გამოიწვია.

ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ქალაქის ცენტრალური ნაწილი. ასევე ფოთის ქუჩა, ავტომშენებლის და აღმაშენებლის ქუჩები.

დაიტბორა მოსახლეობის ეზოები, სარდაფები და რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული.

ადგილზე  მობილიზებულია სამაშველო ბრიგადები, რომლებიც მოსახლეობას საჭირო დახმარებას უწევენ.
Print