ახალი ამბები
თერჯოლაში ავტომობილი გზიდან გადავარდა
FaceBook
თერჯოლაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

თვითმხილველთა თქმით, ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც გზიდან გადავარდა.

შემთხვევის შედეგად ავტომანქანაში მჯდომი ოთხი ადამიანი დაშავდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ცნობით, დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
Print